23:52 - 13 Aug, 2026
|
2017-06-19 15:53:54, 2282 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე და ეკა ბესელია პატრიარქს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდნენ. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში უწმინდესის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ შორის კონსტიტუციური მონარქიის საკითხს შეეხო. „შეხვედრაზე ძალიან ზოგადი საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და მათ შორის იდეა კონსტიტუციური მონარქიის შესახებ. ზოგადად გააცნეს ის საკითხები, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო. სულ ეს იყო საუბრის თემა“,-განაცხადა ბოტკოველმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)