|
2017-06-19 12:59:41, 722 ნახვა
რეგიონი
პრემიერმა და TUM International–ის მმართველმა დირექტორმა ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების გეგმაზე იმსჯელეს
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის აკადემიური განვითარების გეგმას, აკადემიურ და კვლევით პროგრამებს, მმართველობითი სტრუქტურებისა და განვითარების გეგმას მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) სპეციალისტები ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ, - თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის დაფუძნებული ორგანიზაცია TUM International–ის მმართველმა დირექტორმა დანიელ გოტშალდმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავებისას, ასევე უნივერსიტეტის მართვისა და სამეცნიერო თუ ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში, გამოყენებული იქნება მიუნხენის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სტანდარტები. მიუნხენის უნივერსიტეტის სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების პროცესშიც გაუწევენ კონსულტაციებს. დეტალები გაწერილია თანამშრომლობის შეთანხმებაში, რომელიც დღეს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის დაფუძნებულ ორგანიზაცია TUM International–სა და აიპ „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს" შორის გაფორმდა. პროექტის დაფინანსების შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფონდ „ქართუს" შორის. TUM International–თან გაფორმებული ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია ქუთაისის უნივერსიტეტის შემადგენლობაში ინოვაციების ცენტრის, კლასტერების ჰაბის და გამოყენებითი კვლევების ცენტრის ჩამოყალიბება და პოტენციური ბიზნესპარტნიორების მოძიება. ერთობლივად შემუშავდება კონცეფცია ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრების განვითარების მიზნით, რაც ქუთაისის უნივერსიტეტს ხელს შეუწყობს, გახდეს ცოდნისა და ინოვაციების ცენტრი რეგიონში. კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისში 140 ჰექტარზე გაშენდება. პროექტის ბიუჯეტი, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ". პროექტზე მმართველი საბჭო იმუშავებს, რომლის შემადგენლობაში მიუნხენის უნივერსიტეტის, ასევე - საქართველოსა და ბავარიის მთავრობის წარმომადგენლები იქნებიან. მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM), რომელიც მე-19 საუკუნეში დაფუძნდა, 12 ფაკულტეტი აქვს, მათ შორის - საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების, სოფლის მეურნეობის, კვების ტექნოლოგიის და სამედიცინო. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს. ყოველწლიურად, 1000-ზე მეტი ხელშეკრულება ფორმდება წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან. უნივერსიტეტის სტუდენტებმა 800–ზე მეტი „სტარტაპ კომპანია" დააფუძნეს. მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს 40 000 სტუდენტი და 10 000 თანამშრომელი ჰყავს. უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს მიღებული აქვთ 13 ნობელის პრემია ფიზიკაში, ქიმიასა და მედიცინაში.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)