|
2017-06-18 10:14:58, 2346 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში მსჯელობას სთავაზობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ მსჯელობას პირდაპირ ეთერში სთავაზობს. ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ასეთი ერთობლივი განხილვის პროცესში, ყველა ჟურნალისტი, საზოგადოება, დარწმუნდება, რომ ეს დოკუმენტი სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია და დახვეწილ საპარლამენტო მმართველობას აყალიბებს. „ჩვენ შეგვიძლია, პრეზიდენტთან ერთად, დებატებზე დავსხდეთ. აქ საუბარი არ არის, ჟურნალისტების წინაშე დავსხდეთ. ვთავაზობთ, მედიაში, საზოგადოების წინაშე ვისაუბროთ და არსებული დოკუმენტი ავუხსნათ. შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ასეთი ერთობლივი განხილვის პირობებში, ყველა ჟურნალისტი, საზოგადოება, დარწმუნდება, რომ ეს დოკუმენტი რეალურად სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია და ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას აყალიბებს“,-აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)