|
2017-06-17 13:13:57, 2226 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ჰელმუტ კოლის სახით ქართველმა ხალმა დიდი მეგობარი დაკარგა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიის ყოფილი კანცლერის ჰელმუტ კოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერის ბატონი ჰელმუტ იოზეფ მიხაელ კოლის გარდაცვალების გამო. ჰელმუტ კოლი იყო ეპოქალური მნიშვნელობის ლიდერი, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ცივი ომის დასრულებასა და ევროპის გაერთიანებაში. განუზომელია მისი ღვაწლი საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განვითარებაში. მისი სახით ქართველმა ხალმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელის თანადგომაც არაერთხელ გვიგვრძვნია ჩვენთვის მნიშვნელოვან წუთებში. ვუსამძიმრებ ბატონი კოლის ოჯახს, გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ხალხს. დარწმუნებული ვარ რომ ჰელმუტ კოლის ღვაწლი არასოდეს მიეცემა დავიწყებას და მისი სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს გერმანელი ხალხისა და კაცობრიობის ისტორიაში“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში. შეგახსენებთ, ჰელმუტ კოლი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)