|
2017-06-17 12:15:02, 2446 ნახვა
ეკონომიკა
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი ბათუმის შემოვლით გზას დააფინანსებს
კორეის რესპუბლიკაში, სადაც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მმართველთა საბჭოს წლიური შეხვედრა მიმდინარეობს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბანკის პრეზიდენტმა, ჯინ ლიქუინმა მოაწერეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსებისთვის 114 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს. პროექტი, ერთი მხრივ, აჭარის დედაქალაქს, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს, განტვირთავს ტრანზიტული სატვირთო ტრანსპორტისგან, მეორე მხრივ კი, ეს შესაძლებლობას მისცემს ტრანზიტით დაკავებულ კომპანიებს, გაზარდონ ტვირთბრუნვა აღნიშნული მონაკვეთის გამოყენებით. დღესვე, ხელი მოეწერა კიდევ ერთი შეთანხმებას, რომელიც ბათუმის შემოვლითი გზის პროექტში თანამშრომლობას შეეხება. შეთანხმებას ხელი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მოაწერეს. შეთანხმებაზე ხელმოწერას დაესწრო საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.
(NS)
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)