10:33 - 30 Jun, 2026
|
2017-06-17 11:42:23, 2315 ნახვა
სამართალი
ანტალიაში 5-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეები არიან (ვიდეო)
ანტალიაში 5-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლის წევრებიც ქალაქში ავტომობილებსა და ბინებს ძარცვავდნენ, - ამის შესახებ Haberler.com იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, ერთ-ერთი ქალია. მედიის ცნობით, დაჯგუფების წევრები ნიღბებით მოქმედებდნენ. როგორც Haberler-ი წერს, დაკავებულთა საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ძვირფასი ნივთები. გარდა ამისა, მედიაში დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. დაკავების ოპერაცია ანტალიის პოლიციამ განახორციელა, ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების მეშვეობით შეძლეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)