21:10 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 19:12:54, 2234 ნახვა

კომენტარი
პაპუაშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრებს: უნდა გაიყვანო ესენი და ლეიბებს რომ ბერტყავენ, იმ საბერტყით ურახუნო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი და ყოფილი წევრები პარლამენტის პლენარულ სესიაზე მწვავედ გააკრიტიკა.

კერძოდ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას  აღნიშნულ ტელევიზიას ერთპარტიული უწოდეს, ასევე გააპროტესტეს რადიო თავისუფლების პროექტების - სალომე ასათიანის „ინტერვიუ“, გოგი გვახარიას „წითელი ზონა“,  დახურვის გადაწყვეტილება. ზაზა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მედიის დამოუკიდებლობის საკითხზე საუბრის უფლება არ აქვთ:

„ნამეტანი გაჯეჯილდნენ უკვე, ხალხი გვიყურებს და ამ უმსგავსობის ყურება უკვე აღარ შეიძლება. ხომ არის გამოთქმა, კაცი სახლში შესაშვები არ არისო, ესენი არც სახლში შესაშვებები არიან, არც ქვეყანაში გასაჩერებლები, უნდა გაიყვანო ესენი, ლეიბებს რომ ბერტყავენ, ამ საბერტყით უნდა ურახუნო და ურახუნო ერთ ადგილზე, რომ ცოტა გამოებერტყოთ ტვინი ამ მტვრიდან. რა ფასეულობები თქვენ გაქვთ, უზრდელები ხართ, ელემენტარული  არც რიდი იცით, არც ატმოსფეროს შეგრძნება იცით, არაფერი, ხართ ერთი უდღეური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. თქვენ ფაშისტებზე ლაპარაკის უფლებაც კი არ გაქვთ. თქვენი ნაგავი თაობებს აქვთ გასატანი, თქვენ არ იცით, რამხელა ტრავმა მიაყენეთ მომავალ თაობას, მათ ტვინებში რა ჩასახეთ. თქვენი ნაგავი ტელევიზიების დირექტორები ჩამოთვალეთ ერთი, მოდელირებულმა ქრონიკამ შეიწირა კინაღამ ადამიანები, ამის შემდეგ როგორ ლაპარაკობთ?! ან არქიტექტურაში რა გააკეთეთ? ვის უნდა თქვენი აშენებული იდიოტიზმი? ღლამი და ტორტის ნაჭრებივით რომ ჩადეთ რაღაც შენობები და ამაყობთ. მე ვარ იმ ადამიანთა რიგში, რომ თქვენ აქ ასეთი ტონით კი არ უნა გელაპარაკოთ, გასასამართლებელი ხართ და ციხეში ხართ ჩასაყრელები. ხართ ერთი ვიღაცა სათრიელას პარტიის წევრები, ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, ვინმეს ამ ტონალობაში ველაპარაკოთ, მაგრამ ეს წარმოუდგენელი რამეა “,-განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics