|
2017-06-16 14:43:29, 2054 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
ვოლსკი: უნდა გავაკეთოთ ისე, რომ უწყებებს არ ჰქონდეთ ცდუნება, ნარკოტიკებით ადამიანებზე ზეწოლა მოახდინონ
ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პაკეტი, რომელიც მზადდება, ითვალისწინებს საკმაოდ სერიოზულ შეზღუდვებს, მათთვის ვინც მარიხუანაზეა დამოკიდებული. როგორც ვოლსკიმ განმარტა, ახალი კანონის მიღებამდე, პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ვალდებულია მარიხუანასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები განახორციელოს. „საზოგადოებამ უნდა გაიგოს მყარად და მკაფიოდ - უმრავლესობას გვაქვს აზრი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს, მაგრამ ამპლიტუდა მიდგომების განსხვავდება დეპუტატებს შორის. ამიტომ, ველოდებით ახალ პაკეტს, რომელიც ჩამოაყალიბებს ახალ მიდგომებს სახელმწიფოში. ნურავის ექნება ილუზია, ამ კანონს მივიღებთ და ლიბერალიზაციის ისეთი ხარისხი შემოვა, რომ პასუხი არავის მოეთხოვება. არსებობს საჯარიმო სანქციები, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. პაკეტი, რომელიც მზადდება, ითვალისწინებს საკმაოდ სერიოზულ შეზღუდვებს, მათთვის ვინც არის დამოკიდებული მარიხუანაზე. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ძალოვან უწყებებს არ ჰქონდეთ ცდუნება რომ ამით დააშანტაჟონ და მოახდინონ ზეწოლა ადამიანებზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. მისივე ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობის ფორმატში მწვავე მსჯელობაა მოსალოდნელი. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული პაკეტის ინიცირება, წინასწარი ინფორმაციით, საშემოდგომო სესიისთვის იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)