|
2017-06-16 13:00:09, 2116 ნახვა
პოლიტიკა
ტომას მარკერტი: ერთობლივად, მივალთ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე საქართველოს მომავლისთვის
„ვფიქრობ, რომ ერთობლივად, ჩვენ მივალთ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე საქართველოს მომავლისთვის“, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მარკერტმა აღნიშნა, შეხვედრაზე კონსტიტუციური კანონის პროექტი განიხილეს. „ვისაუბრეთ კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან უკვე გარკვეული პერიოდია გვაქვს კონტაქტი. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, რომ ერთობლივად მივალთ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე საქართველოს მომავლისთვის“, - განაცხადა თომას მარკერტმა. მისივე შეფასებით, გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ზედა ზღვარის დაწესება პოზიტიური ნაბიჯია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)