|
2017-06-16 09:12:07, 2177 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი დღეს ცენტრისტული მიმართულების ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციას გამართავს
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს ცენტრისტული მიმართულების ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციას გამართავს. როგორც ცნობილია, პარლამენტის ყოფილი სპიკერის ცენტრისტული მიმართულების ახალ პოლიტიკურ ძალას „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლები უერთდებიან. ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრის სოსო ვახტანგაშვილის განცხადებით, „ეროვნული ფორუმის“ წევრს შეუძლია, როგორც პარტიაში იყოს, ასევე ამა თუ იმ მოძრაობას შეუერთდეს. „ეროვნული ფორუმის“ შემადგენლობიდან უსუფაშვილის მოძრაობაში წარმოდგენილნი იქნებიან - კახა შარტავა, სოსო ვახტანგიშვილი, რეზო შავიშვილი და ანი მიროტაძე. ასევე, როგორც ცნობილია, უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში მოჭადრაკე ნინო გურიელიც იქნება. გარდა ამისა, ახალ პოლიტიკურ ძალას თბილისის მერობის კანდიდატიც ეყოლება, რომელსაც ივლისში დაასახელებს. ინფორმაციას „საზოგადოებრივი“ ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)