|
2017-06-15 16:44:05, 2018 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა უცხოელთა საკუთრებაში მიწების გადაცემაზე მორატორიუმს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტი წარმოადგენს ორმოცი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას და მიზანია, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტის ძალაში შესვლამდე, მოქმედი კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასვლის საკითხს ითვალისწინებს. კონსტიტუციას დაემატება ნორმა, რომელიც მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს და მოითხოვს მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)