09:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 16:35:25, 2169 ნახვა

სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან გამყრელიძის წარდგინების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, იგა ზაალიშვილი დაინიშნა.

„საგამოძიებო სამსახურში დაწყებული რეორგანიზაცია ხორციელდება ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდისა და სამსახურის გაძლიერებისთვის. სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე იგა ზაალიშვილის დანიშვნა, მისი პროფესიული გამოცდილება ფინანსური დანაშაულის გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება“ , - აღნიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე იგა ზაალიშვილს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 2006 – 2008 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტში, 2008 – 2010 წლებში თბილისის მერიის საქალაქო სტრუქტურებში, 2011 – 2012 წლებში - ენერგეტიკის სამინისტროში. 2012 წლიდან დღემდე საქმიანობდა კერძო სექტორში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ახალი მოადგილე განათლებით იურისტია. დამთავრებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics