|
2017-06-15 11:50:48, 2244 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა
გიორგი გახარია აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
„აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ვისაუბრეთ სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომელშიც აქტიურად არის ჩართული ორივე ქვეყანა ენერგეტიკული თუ სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის", – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრთან, არტურ რასიზადესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გიორგი გახარიამ ქვეყნის მთავრობის მეთაურთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საქართველო–აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრთან საუბრისას ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციას და იმ დიდ ეკონომიკურ პოტენციალს, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს გააჩნია ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმის, ენერგეტიკის, წარმოების, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და გადაზიდვების მიმართულებით. შეხვედრაზე ითქვა, რომ ორივე მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანსპორტო დერეფნების ეფექტურ და კონკურენტულ განვითარებას, რისთვისაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. გიორგი გახარიამ ქვეყნის პრემიერთან აზერბაიჯანში ქართული დელეგაციის ორდღიანი ვიზიტის შედეგები შეაჯამა, მთავრობის წევრებს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული ნაყოფიერი შეხვედრები განსაკუთრებული სტიმულია ორ ქვეყანას შორის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარებისთვის. გიორგი გახარიას ვიზიტი აზერბაიჯანში 14 ივნისს დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თანმხლებ დელეგაციასთან ერთად შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ–მინისტრთან, ასევე ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ასევე კულტურისა და ტურიზმის მინისტრებთან.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)