|
2017-06-14 18:58:46, 680 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძემ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს ბოტანიკურ ბაღში უმასპინძლა
14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა და მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინკლუზიის (ჩართულობის) ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობის წარმოჩენა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული წარმოდგენების დაძლევა. დღეს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ბოტანკურ ბაღში, ქ. ბათუმის N26-ე საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს უმასპინძლეს. ინტეგრირებულ კლასში სპეციალური საჭიროებების 54 ბავშვი სწავლობს. სამინისტრო 2018 წლისათვის ამზადებს ახალ პროგრამას, რომელიც აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში სამედიცინო რეაბილიტაცია 2 -დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის დაფინანსდება. 2018 წელს, შშმ სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, სავარძელ-ეტლებთან და სმენის აპარატებთან ერთად დაგეგმილია, სხვა დამხმარე საშუალებების გაცემა. კერძოდ: ელექტრო-ეტლის, ფუნქციური საწოლის, ჟანგბადის კონცენტრატორის, ნახველის ამოსაღები აპარატის, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბის, ხმის წარმომქმნელი, ძვალში ჩასანერგი სმენის აპარატის - სამაგრი რკალით და წონასწორობისა და კოორდინაციის მძიმე დარღვევების მქონე ბავშვების სპეციალური ეტლის. სამინისტროს მიერ დაფინანსებული დამხმარე საშუალებების ჩამონათვალის ზრდა ხელს შეუწყობს არა მარტო ბენეფიციართა ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ ნევროლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების შედეგად ხანგრძლივად მწოლიარე შშმ პირთა ოჯახების დახმარებას. 2016 წელს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აამოქმედა ადრეული განვითარების პროგრამა, რომელშიც ჩართულია შშმ სტატუსის მქონე 7 წლამდე ასაკის ბავშვები. პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელის პირველ კვარტალში გაიცა 289 ვაუჩერი, მომსახურება გაეწია141 პაციენტს, - 34,560 ლარი. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამით პირველ კვარტალში ისარგებლა 513 პაციენტმა, გაიცა 825 ვაუჩერი, - 139,391 ლარი. მავე პერიოდში სავარძელ-ეტლი გადეცა 60 შშმ პირსა და ხანდაზმულზე, - 17,700 ლარი.
(NS)
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)