08:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 15:24:10, 2199 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
„მასტერი“: Birja Mafia-ს წევრები ბოლომდე სუფთები არიან - ისინი კლიპის გამო დააკავეს

გიორგი პავლიაშვილის, იგივე „მასტერის“ განცხადებით, პროკურატურას Birja Mafia-ს წევრებთან მიმოწერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც პავლიაშვილმა პროლურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვის დროს, არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

"მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ძალიან დადებითი გარემო იყო. არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ძალიან კარგად მიმიღეს, ეტყობათ ადამიანებს, რომ მოწოდებულები არიან, დაადგინონ სიმართლე, რაც ძალიან გამიხარდა. ჩემს მეგობარ გიორგი ქებურიასთან  მქონდა მიმოწერა დაკავებამდე წინა ღამით. მეუბნება გიორგი, რომ მგონი გაღიზიანებულები არიან კლიპთან დაკავშირებით. მიმოწერაში ვეუბნები, "აჭარა" რა შუაშუა თქო, "აჭარა ნეტმა" გადაიღო კლიპი", - განაცხადა პავლიაშვილმა.

რეპერის თქმით, ჯგუფის წევრები ბოლომდე "სუფთები არიან", მანვე დასძინა, რომ ისინი კლიპის გამო დააკავეს. 

ცნობისთვის, გიორგი პავლიაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. პავლიაშვილის გარდა, პროკურატურაში კლიპში, პოლიციელის როლის შემსრულებელი გიორგი გაგუაც დაიბარეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics