|
2017-06-14 14:18:13, 2469 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი მუხთარლიზე: საქართველო პასუხისმგებელია, დაიცვას მის ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე ქვეყნის მოქალაქეები
ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს მკაცრად გმობს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი. ევროპარლამენტი ჟურნალისტის ბაქოში დაკავებას და შესაძლო გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს. რეზოლუციის პროექტში "მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა" ნათქვამია, რომ საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა, პასუხისმგებელი და ვალდებულია, მის ტეროტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის შექმნას გარანტია იმისა, რომ არ მოხდეს მათი აზერბაიჯანში იძულებით დაბრუნება. გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ გაზრდილია რიცხვი შემთხვევების, როდესაც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ქვეყანაში ცხოვრებისთვის აუცილებელი საბუთის ვადის გაგრძელებაზე უარს ეუბნებიან. "შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის პასუხისმგებელია, დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე ქვეყნის მოქალაქეები, ასევე პირები, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ და, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური ან სხვა საქმიანობის გამო გასამართლება ელოდებათ", - ნათქვამია პროექტში. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის პროექტში მოყვანილია ის გავრცელებული ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა ჟურნალისტის გატაცება. ამასთან, მოყვანილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი მომხდარს საქართველოს სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის წინაშე არსებულ დიდ გამოწვევად აფასებს. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი ხსენებულ რეზოლუციის პროექტს ხვალ განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)