20:18 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 12:32:16, 2267 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა

''უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საზღვარი 20 ათასზე მეტმა  ადამიანმა გადაკვეთა და აქედან მხოლოდ ერთეულები მოაბრუნეს უკან'', - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქეების საზღვრიდან გამობრუნება ტექნიკური გაუმართაობის ან არ ცოდნის გამო მოხდა.

''ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივი შემიძლია გითხრათ. გამომდინარე იქიდან რომ ივნისის ბოლომდე სტატისტიკა საქმიანი მიმოსვლის თაობაზე არ გვექნება. მაგრამ რა თქმა უნდა დღევანდელო სტატიკური მონაცემები გაგვაჩნია. მინდა გითხრათ, რომ 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი და არიან ერთეულები, რომლებიც ტექნიკური გაუმართაობის ან არ ცოდნის გამო დააბრუნეს უკან'',-განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით, ვიზალიბერალიზაციის შესახებ კამპანიას კარგი ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics