|
2017-06-14 10:25:02, 2395 ნახვა
სამართალი
„აჭარანეთი“ Birja Mafia-ს კლიპზე: სამართალდამცავი ორგანოს არც ერთი თანამშრომელი არ დაგვკავშირებია
პორტალი „აჭარანეთი“ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ ვიდეო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „აჭარანეთს“ და მის თანამშრომლებს სამართალდამცავი ორგანოს არცერთი თანამშრომელი არ დაკავშირებია. მათივე გაცხადებით, კლიპის გადაღება უზრუნველყვეს, თუმცა, კლიპის იდეისა და შინაარსის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღიათ. „გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და აჭარანეთის მიმართ გაჩენილ კითხვებზე გიპასუხოთ. პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ „აჭარანეთი“ მუშაობს რამდენიმე ახალ პროექტზე, რისთვისაც იწერება მრავალი საპილოტე გადაცემა, სიუჟეტი თუ ვიდეოკლიპი. ნებისმიერ ნიჭიერ ახალგაზრდასა თუ შემოქმედებით ჯგუფს შეუძლია ჩვენთან მოსვლა და პროექტის შემოთავაზება. ერთ-ერთი ასეთი საპილოტე პროდუქტი იყო "ბირჟა მაფიის" კლიპი, რომლის ფარგლებშიც, „აჭარანეთმა“ მოახდინა გადაღების ტექნიკური უზრუნველყოფა. თუმცა, თავად კლიპის იდეისა და შინაარსის შექმნაში, ისევე როგორც გავრცელებაში მონაწილეობა არ მიუღია. აქვე ვაცხადებთ, რომ აჭარანეთს და მის თანამშრომლებს არ დაკავშირებია სამართალდამცავი ორგანოს არცერთი თანამშრომელი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ვიდეოს დაბლარვა თავად პოლიციელის როლის შემსრულებელი მსახიობის მოთხოვნა იყო. ამასთანავე აჭარანეთს არ აქვთ წვდომა "ბირჟა მაფიის" YouTube-ის არხთან, სადაც მოხდა ვიდეოს განთავსება და დაბლარვა. და ბოლოს, სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე გადაწყვეტილი გვქონდა დუმილი შეგვენარჩუნებინა მიშკასა და გიოს განთავისუფლებამდე. იქამდე, სანამ ბიჭები თავად არ შეძლებდნენ კომენტარის გაკეთებას“, - ნათქვამია „აჭარანეთის“ განცხადებაში. შეგახსენებთ, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით მათთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ Birja Mafia-ს წევრები 12 ივნისს გაათავისუფლა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)