01:33 - 14 Aug, 2026
|
2017-06-13 13:18:09, 2343 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
ნურსულთან ნაზარბაევი: საქართველოს მარშრუტი შესაძლოა, ჩინეთისთვის ყველაზე მომგებიანი გახდეს
ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებით, საქართველოს მარშრუტი შესაძლოა, ჩინეთისთვის ყველაზე მომგებიანი გახდეს. როგორც ნაზარბაევმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყაზახური მხარე ბათუმის ტერმინალისა და პორტის მფლობელია. "მნიშვნელოვანია, რომ იქ არსებული პრობლემები მოგვარდეს, მათ შორის სატარიფო კუთხით", - აღნიშნა მან. ყაზახეთის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა აბრეშუმის გზის განვითარების კუთხით. ამასთან, მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობები რამდენიმე მიმართულებით უნდა გაგრძელდეს. „საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დროულია და გახდება ბიძგი თანამშრომლობის გააქტიურებისთვის“, - განაცხადა ნაზარბაევმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)