02:22 - 14 Aug, 2026
|
2017-06-12 17:44:18, 2183 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი გივიაშვილი დანიშნა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი გივიაშვილი დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მისიის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი დღეს სასახლეში მიიღო. შეხვედრისას ევროპის საბჭოში საქართველოს დღის წესრიგი განიხილეს. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და იმ ამოცანებს, რომელიც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოში უნდა განახორციელოს. საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი გივიაშვილს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ირაკლი გივიაშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2017 წლის 8 ივლისიდან შეუდგება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)