09:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 15:54:50, 2757 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ Birja Mafia-ს წევრები გაათავისუფლა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების პროცესები გაიმართა.

სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

მიხეილ მგალობლიშვილს გირაოს სახით 50 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, გიორგი ქებურიას კი, 20 ათასი ლარის.

ამასთან, მათ ქვეყნის დატოვების უფლება დროებით შეეზღუდათ.

„დიდი მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ფანებს, კოლეგებს, ყველას, ვინც დამიდგა გვერდში. სირცხვილი მათ, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამის გამოყენება“, - განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.

ამასთან, როგორც მისმა ადვოკატმა კახა ცნობილაძემ აღნიშნა, დაცვის მხარე ითხოვდა,  მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ  შეფარდებოდა, თუმცა ადვოკატისვე განმარტებით, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ აღკვეთის ღონისძიების საფუძველი არსებობდა, მგალობლიშვილის მიმართ ბინით უზრუნველყოფით, 50 ათასი ლარი ოდენობის გირაოს გამოყენება მოითხოვეს.  

„დროებით შეეზღუდა საზღვარგარეთ გასვლა, პასპორტი ჩამოერთმევა, ვინაიდან ხედავენ საშიშროებას, რომ დაიმალება. დაცვის მხარეც არ არის წინააღმდეგი,  დავამტკიცოთ რომ არ დაიმალება“,-აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით მათთვის  პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა მოითხოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics