19:27 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 14:26:31, 2435 ნახვა

კომენტარი
Bijra Mafia-ს წევრი პოლიციელის როლის შემსრულებელს: ნუ გეშინია, ქვეყანაში აღარ ბნელა

„ეს ალბათ უმეცრობის გამო მოუვიდა, რადგან ადამიანი იძახის, არ ვიცოდი, რაში ვიღებდი მონაწილეობას, ეს შეუძლებელია, არის მსახიობი, კავეენი აქვს ნათამაშები და სასცენო ხელოვნების და ვიდეოს არსს ხვდება. მე მას მინდა ვუთხრა, ნუ გეშინია“, - ასე გამოეხმაურა Bijra Mafias-s წევრი აკაკი ჭანტურიძე კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებლის განცხადებას.

მისივე თქმით, არ გამოუხატავთ აგრესია პოლიციის მიმართ და ეს უბრალოდ მათი მორიგი კლიპი იყო.

ამასთან, ჭანტურიძე ამბობს, რომ არც მის მიმართ და არც კლიპში მონაწილე ადამიანების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა არ განხორციელებულა.

„ეს, ალბათ, უფრო უმეცრობის გამო მოუვიდა, რადგან ადამიანი, რომელიც იძახის, რომ არ ვიცოდი, რაში ვიღებდი მონაწილეობას, შეუძლებელია, ასე ყოფილიყო. ის არის მსახიობი. კავეენი აქვს ნათამაშები, სასცენო ხელოვნების და ვიდეოს არსს ხვდება. ის არის პოლიციის ფორმაში გამოწყობილი, ოთხზე დგას, უკან ბიჭები რეპავენ, უდევთ სათამაშო იარაღი, ყველა ხვდება, რაშია საქმე. მაგრამ, "ბირჟა მაფიას" ძირითადი აქცენტი ამაზე არ გვქონდა. ეს ჩვენი პროტესტი არ იყო. ალბათ, ელოდებოდნენ, რომ კრიმინალები ვიყავით. შეიძლება ეგონათ, რომ რაღაც გვქონდა და შეიძლება სწორიც იყოს, რომ გადაამოწმეს. ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ყოფილა არავიზე, არც ოჯახის წევრებზე და არც ვიდეოს მონაწილეებზე. არც იმ ბიჭზე, რომელმაც განცხადება გააკეთა. მე მას მინდა ვუთხრა, ნუ გეშინია. ქვეყანაში აღარ ბნელა, ნურავის ნუ ეშინია“, - განაცხადა ჭანტურიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ იყო კლიპის სპონსორი, აკაკი ჭანტურიძე ამბობს, რომ ბოლო კლიპში "აჭარა ნეტი" ჩაერთო, დანარჩენი კი, თავად დააფინანსეს.

„რატომ დაიბლარა კადრები, ამისკენ თუ წავიდა საქმე, აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს "აჭარა ნეტმა", მიშკამ და გიორგიმ. არ გვქონდა აგრესია პოლიციის მიმართ, ეს იყო მორიგი კლიპი“, - განუცხადა ჟურნალისტებს Birja Mafias-ს ერთ-ერთმა წევრმა აკაკი ჭანტურიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიხეილ მგალობლიშვილისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე მსჯელობენ.

ცნობისთვის, Birja Mafia-ს კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელმა გიორგი გაგუამ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ ვიდეოში მონაწილეობით შეცდომა დაუშვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics