07:10 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 20:25:35, 2162 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
პრემიერი: კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით ზედმეტად მკაცრია და საჭიროებს ლიბერალიზაციას

კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების დაკავებას უკავშირდება. 

განცხადებაში გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს თხოვნით მიმართავს, რომ ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობაზე მუშოაბა დაჩქარდეს. 

"თხოვნით მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოვასწროთ სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება.

მინდა, აგრეთვე მივმართო ახალგაზრდობას - ჩვენი მთავრობის ნებისმიერი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არის მიმართული იმისკენ, რომ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მომავალს შეგიქმნათ თავისუფალი და ცივილიზებული გარემო. ჩვენმა თაობამ კარგად ვიცით და გამოვცადეთ საკუთარ თავზე, როგორი არ უნდა იყოს სისტემა და მაქსიმალური ძალისხმევა გვაქვს მიმართული ისეთი ქვეყნის შესაქმნელად, სადაც სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, პიროვნული ინდივიდუალიზმი იქნება არა დაპირება, არამედ - ფაქტი. არც ერთი ახალგაზრდა , არც ერთი მოქალაქე ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლების გამო არ დასჯილა და არც მომავალში დგას ჩვენი საზოგადოება ამ საფრთხეების წინაშე", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics