|
2017-06-08 16:57:42, 2091 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ თეთრ სახლში შეხვედრები გამართა
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში თეთრ სახლში შეხვედრები გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანთან გენერალ მაკმასტერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებს და საქართველოს პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. გენერალ მაკმასტერის მხრიდან განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. მიხეილ ჯანელიძემ თეთრ სახლში ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილესთან რიკ ვედელტან გამართა შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული თავდაცვისა და უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)