|
2017-06-08 10:09:42, 1883 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სენატის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც გმობს ევროპაში, მათ შორის საქართველოში რუსეთის ქმედებებს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს (S. 1221), რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ/მიმდინარე ქმედებებს, საერთაშორისო სამართლისა და ნაკისრი ვალდებულებების უგულვებელყოფას, საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. ინფორმაცის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.კანონპროექტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორცილებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს და მოუწოდებს მისი დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ. კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის მიერ 2018-2019 ფისკალური წლებისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, რომელიც მოხმარდება, ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ასევე, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული/მიმდინარე რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებს. აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, 90 დღის ვადაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რათა ადმინისტრირება გაუწიოს რუსეთის ზეგავლენის აღსაკვეთად შექმნილ ფონდს და წინ აღუდგეს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)