18:10 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 12:22:00, 2169 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უნდა გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, კუნიო მიკურიას შეხვდა, რომელიც თბილისში  მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხები, ასევე, ხაზი გაუსვეს თბილისში მიმდინარე კონფერენციისა და გამოფენის  მნიშვნელობას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა  საბაჟო სფეროში და მას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 180 ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების, საზღვრის მართვაში ჩართული სხვადასხვა უწყების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები (500-ზე მეტი სტუმარი)  ესწრება.

„ესაა ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, სადაც შესაძლებელია იმ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრებსა და საბაჟოზე, ხაზი უნდა გაესვას საზღვრის მართვაში ჩართული ადამიანების  კვალიფიკაციას. სწორედ მათ სჭირდებათ შესაბამისი ინსტრუმენტები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლებიც  სწორი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას მისცემთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა და ინფორმაციის  გაცვლა პარტნიორ  საბაჟო ორგანიზაციებთან, რომელთა შორისაც მიმდინარეობს ვაჭრობა. სწორედ ვაჭრობაზეა დღეს  დამყარებული  ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარების ვექტორი, ვინაიდან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უნდა გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი, ქვეყანა რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის, აბრეშუმის გზის გასაყარზე," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.      

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია საბაჟო გაერთიანებებისთვის,  რომელიც საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ ახალ ტექნოლოგიებს და გავცვალოთ პრაქტიკული  ცოდნა და გამოცდილება. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვიმყოფებით საქართველოში, რომელიც არის ტრანზიტული ქვეყანა და რეგიონის ლოგისტიკური ჰაბი. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია საქართველოს საბაჟოების განვითარებისთვის იმედი გვაქვს, რომ კონფერენცია ძალიან ნაყოფიერად ჩაივლის", - აღნიშნა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, კუნიო მიკურიამ.  

მსო (მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია) საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია ყოველწლიურად კონკრეტულ თემატიკას ეფუძნება. წელს, კონფერენციის თემაა მონაცემთა ძალა საზღვრის ეფექტური მართვისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ საბაჟოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის ინფორმაციის უფრო ეფექტური გაცვლისათვის, განიხილონ  და გაიზიარონ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში არსებული უახლესი გამოცდილება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics