|
2015-04-17 13:17:49, 878 ნახვა
სამართალი
ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ პროცესი დატოვეს
7 ნომებრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა, და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას, გარეშე მიმდიანრეობს. მათ ცოტა ხნის წინ სხდომა დატოვეს. სასამართლო დარბაზიდან ბრალდებულების ახლობლებიც გავიდნენ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე დავით კეზერაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, გიორგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ პროცესი მიმდინარეობს. დავით კეზერაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - 2007 წლის ნოემბრის, ტელეკომპანია “იმედისა” და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდებთან დაკავშირებით, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზურაბ ადეიშვილის ასევე ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - ტელეკომპანია „იმედის“, 2007 წლის ნოემბრის ეპიზოდებთან დაკავშირებით. სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე. უგულავას მთაწმინდის პარკის ეპიზოდზე ბრალი ედება სამსახურობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ასევე 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაფლანგვაში დახმარება - მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვის ეპიზოდი) და სსკ-ის 25, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დახმარება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში-ტელეკომპანია „იმედის“ ეპიზოდი). სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 12 წლამდე. ივანე მერაბიშვილს ტელეკომპანია „იმედის“, 2007 წლის ნოემბრისა და მთაწმინდის პარკში შეჭრის ეპიზოდებთან დაკავშირებით აქვს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით აქვს წაყენებული.
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)