18:10 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 08:49:30, 2260 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ლეილა მუსტაფაევა: პროკურატურა შეფერხებით მუშაობს - არ მაქვს სამართლიანი გამოძიების იმედი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, პროკურატურას მისი ქმრის გაუჩინარების საქმის გამოძიება გატაცებიდან 24 საათში უნდა დაესწრო. 

მუსტაფაევას შეფასებით, აფგან მუხთარლის საქმეს სამართლიანად არ იძიებენ, ამიტომ ის არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. 

ის პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს. 

"პროკურატურა შეფერხებით მუშაობს. საქმის სამართლიანი გამოძიებით დაინტერესების შემთხვევაში, უწყებას ძიება ჩემი მეუღლის გატაცებიდან 24 საათის შემდეგ უნდა დაეწყო. 10 დღე გავიდა და სამართალდამცავებისგან ამ დრომდე არ მიგვიღია ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ. პროკურატურისგან ამ დრომდე ველოდებით პასუხს ჩვენს მოთხოვნაზე“, - განაცხადა მუსტაფაევამ.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში საქართველოს სახელმწიფოს სტრუქტურების მონაწილეობა გამორიცხულია, მუსტაფაევას თქმით, გიორგი კვირიკაშვილის ეს განცხადება კითხვის ნიშნებს ბადებს.

"პრემიერ-მინისტრმა პატივი უნდა სცეს კანონს და უნდა დაელოდოს გამოძიების დასრულებას. კითხვა ისმის, საიდან იცის პრემიერმა ამის შესახებ. ვფიქრობ, რომ ის ცდილობს, გავლენა მოახდინოს გამოძიებაზე. მისი განცხადების შემდეგ, მე არ მაქვს სამართლიანი გამოძიების იმედი. ისმის კითხვა, რატომ ღელავს პრემიერი და რატომ აკეთებს მსგავს განცხადებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული მხარე თანამშრომლობს აზერბაიჯანის მთავრობასთან“, - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics