04:19 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 10:51:30, 2429 ნახვა

მსოფლიო
სკოტლანდ იარდმა ლონდონის ტერაქტის შემსრულებლების ვინაობა დაასახელა

ლონდონის პოლიციამ ტერაქტის მოწყობაში ორი ბრალდებულის ვინაობა დაასახელა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 3 ბრალდებულიდან ორის სახელი და გვარი უკვე ცნობილია. ესენი არიან: 27 წლის ჰურამ შაზად ბატტი და 30 წლის რაშიდ რედუანი. სკოტლანდ იარდის ცნობით, ორივე ბრალდებული ლონდონის მკვიდრია.

როგორც BBC წერს, სამივე თავდამსხმელი ტერაქტის დროს იყო ლიკვიდირებული. მესამე მონაწილის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

მედიის ცნობით,  ჰურამ შაზად ბატტი სპეცსამსახურებისთვის ცნობილი იყო, ხოლო მეორე თავდამსხმელი მას საქმეები არ ფიგურირებდა.

შეგახსენებთ, შაბათს  ლონდონში ინციდენტი  ორ ადგილას მოხდა. თავდაპირველად, ლონდონის დროით 22:15 საათზე მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე მოქალაქეებს დაეჯახა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მოქალაქეებს თავს  სავაჭრო  უბან  Borough Market-ში დაესხნენ, რომლის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ტერორისტული აქტის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics