|
2017-06-05 13:48:57, 2539 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
პარლამენტში დაპირისპირება მოხდა
საქართველოს პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. აღნიშნულ სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარებაზე, ქართული ენის უფლებრივ მდგომარეობაზე მსჯელობდნენ. დაპირისპირება დეპუტატ ადა მარაშანიას განცხადებას მოჰყვა. "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია სსხდომის დახურვას ითხოვდა, რამაც სხდომის მონაწილეების პროტესტი გამოიწვია. როგორც მარშანიამ აღნიშნა, ის სხდომას დატოვებს თუ ის არ დაიხურება. ერთ-ერთმა დეპუტატმა ადა მარშანიას მიმართა, რომ ის ციხეში უნდა იჯდეს. "დაასაბუთედ, რატომ უნდა ვიჯდე მე ციხეში?! მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები", - აღნიშნა მარშანიამ. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მანდატურების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. კომიტეტის თავმჯდომარემ გედევან ფოფხაძემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)