|
2017-06-05 11:39:39, 2195 ნახვა
პოლიტიკა
ჯეჯელავა: ჩვენი გუნდისთვის კახა კალაძე თბილისის მერობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია
„კახა კალაძე ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია“,-ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. როგორც ვიცე პრემიერმა აღნიშნა, თბილისის მერის პოსტზე კალაძის კანდიდატურა მისთვის მისაღებია. „არჩევნები თავისთავად გულისხმობს ალტერნატივებს. პარტიამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და წარადგინოს კანდიდატი, რაც მოხდება უახლოეს მომავალში. ჩემთვის კახი კალაძე მერის პოსტზე მისაღები კანდიდატია“,-აღნიშნა ჯეჯელავამ. მმართველი გუნდი თბილისის მერად კახი კალაძის კანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ „შატო მუხრანში“ განუცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ გასვლითი შეხვედრა გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)