|
2017-06-04 11:02:37, 2170 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: ჯეჯელავას პასპორტი იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში, რომ ეუბნებოდნენ, აჩვენე ბიძიას პასპორტიო
„ჯეჯელავა ცდილობს, რომ ინტელექტუალური ფოიერვერკი მოგვიწყოს და თავისი, ასე ვთქვათ, გონებამახვილობით გადაფაროს ეს საშინელი ამბავი“,-ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი „რუსთავი 2“ -თან საუბარში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ვიცე პრემიერის, განათლების მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ბერძენიშვილმა ჯეჯელავა მუხთარლის საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის, რაც ვიცე პრემიერისგან მოისმინა საზოგადოებამ აღვირახსნილი თავხედობაა კაცისა, რომელმაც წერა-კითხვა ვერ ისწავლა. „მას პასპორტი იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში რომ ეუბნებოდნენ, აჩვენე ბიძიას პასპორტიო. უნდა, ვიღაცას ასიამოვნოს, ეს ალბათ, ბიძინა ივანიშვილია. ის, რაც ვიცეპრემიერისგან მოვისმინეთ, არის აღვირახსნილი თავხედობა კაცისა, რომელმაც წერ-კითხვა ვერ ისწავლა, ამის მიუხედავად განათლების მინისტრად დანიშნეს, რომელსაც აქვს ინტელექტი, მაგრამ ის არა აქვს არანირი ცოდნით შევსებული, თუ ქართველ პოეტს დავესესხები, გავს უხორთუმო სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია, მასზეა ნათქვამია," -განაცხადა ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ არასამთავრობოებმა უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია, არის თუ არა აფგან მუხთარლი რეალურად ჟურნალისტი. მოგვიანებით, ვიცე პრემიერმა აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტი აღმოჩნდა, მას კი არასწორი ინფორმაცია ჰქონდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)