|
2017-06-03 21:28:20, 2183 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: პრეზიდენტს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ აფგან მუხტარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს
გიორგი კვირიკაშვილის პრეზიდენტისადმი თხოვნას, აფგან მუხტარლის მეუღლისა და შვილების საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. აბაშიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელ ჟურნალისტის მეუღლესა და შვილებს მოქალაქეობას მიანიჭებს. მისივე თქმით, პროცედურისათვის საჭიროა, რომ აფგან მუხტარლის ოჯახმა პრეზიდენტს შესაბამისი დოკუმენტაციით მიმართოს. "საქართველოს პრეზიდენტს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეობა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიანიჭოს აფგან მუხტარლის მეუღლესა და შვილებს, თუმცა ამისათვის აუცილებელია, რომ შესაბამისი დოკუმენტაციით მიმართოს ოჯახმა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)