|
2017-06-01 16:42:00, 2166 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: მინდა ჩვენს ქვეყანას აკრედიტაციის საერთაშორისო აღიარება მივულოცო
საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგები საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული - ევროპული აკრედიტაციის (EA) გენერალურ ასამბლეაზე გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარების შეთანხმებას (EA BLA) ხელი მოეწერა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, შეთანხმება მოიცავს ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ აკრედიტაციებს შემდეგ სფეროებში: გამოცდები და დაკალიბრება, პროდუქტის სერტიფიკაცია, პერსონალის სერტიფიკაცია და ინსპექტირება. ამ სფეროებში აკრედიტებული პირების მიერ გაცემული გამოცდის ოქმები და სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირის და ევროპის აკრედიტაციის სხვა წევრი ქვეყნების მიერ. ,,მინდა ჩვენს ქვეყანას ევროპული აკრედიტაციის მიერ აკრედიტაციის საერთაშორისო აღიარება მივულოცო. ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, ჩვენი აკრედიტაციის სფერო იყოს საერთაშორისოდ აღიარებული. ეს არის ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი, ეს არის ამ სფეროში პირველი წარმატება, რომელიც საშუალებას იძლევა შესაბამისი სფეროების მიხედვით სერტიფიკატების, ლაბორატორიების, შპს-ების სერტიფიკატების საერთაშორისოდ აღიარება მოხდეს“, - განაცხადა გენადი არველაძემ. მისი თქმით, უმრავლეს შემთხვევაში ექსპორტიორს უცხოეთში გამოცდების და სერტიფიკაციის ჩატარება აღარ დასჭირდება. ,,ეს ხელს შეუწყობს ჩვენს მეწარმეებს, რომ დაზოგონ დრო და ის ხარჯი, რომელიც მათ ამ დრომდე უწევდათ, სანამ ჩვენს შესაბამის სფეროებში არ არსებობდა საერთაშორისო აკრედიტაციის აღიარება. მე მინდა ის სფეროები გამოვყო, სადაც ჩვენ საერთაშორისო აღიარება მივიღეთ, ეს არის: გამოცდები და დაკლიბრება, პროდუქტის სერტიფიკაცია, პერსონალის სერტიფიკაცია და ინპეექტირება. ეს ის სფეროებია, სადაც ჩვენ საერთაშორისო აკრედიტაცია მივიღეთ. ჩვენ, მას შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმებას (რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება) მოვაწერეთ ხელი, მისი ძალაში შესვლის შემდეგ, 2014 წელს გავაკეთეთ განაცხადი ევროპულ აკრედიტაციასთან მიერთებასთან დაკავშირებით. შესაბამისად 2014 წლის ნოემბერში ამ განაცხადის შემდეგ ჩატარდა ორი საერთაშორისო მისია“, - აღნიშნა გენადი არველაძემ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საგამოცდო ლაბორატორიებში აკრედიტირებულია დაახლოებით - 101 აპირი, საკალიბრებელ ლაბორატორიაში - 7, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოში - 6, ასევე პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო, სადაც არის 6 პირი აკრედიტირებული და ინსპექტირების ორგანო, სადაც 79 აკრედიტირებული პირია. (NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)