|
2017-06-01 14:10:10, 1932 ნახვა
კომენტარი
14 მუნიციპალიტეტის რაოდენობა 7-მდე შემცირდება, მუნიციპალური ბიუჯეტები კი გაერთიანდება
საქართველოს პრემეირ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელსაც სწორედ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხლავენ. კვირიკაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმა დინამიური, ცოცხალი ორგანიზმია და მას კორექტირებები სჭირდება, ვინაიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომელიც ხელს უშლის თვითმართველობის პოზიტიურ კონტექტში წარმოჩენას. პრემიერის განმარტებით, ცვლილებით 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობა 7-მდე მცირდება, რაც, მისივე თქმით, არ ნიშნავს ბიუჯეტის შემცირებას ამ მუნიციპალიტეტებში, არამედ მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთიანდება: „მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში იყო საკმაოდ ცხარე განხილვები და სპეკულაციებიც სხვათაშორის, რომ რამე ემუქრება საქართველოში თვითმმართველობას. თვითმმართველობის რეფორმა არის დინამიური, ცოცხალი ორგანიზმი და მას სჭირდება კორექტირებები. ვინაიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომელიც ხელს უშლის თვითმართველობის პოზიტიურ კონტექტში წარმოჩენას და თვითმმართველობის განვითარებას საქართველოში. ეს გახლავთ 14 მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული პრობლემა და ჩვენ დღევანდელი ცვლილებით 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობას ვამცირებთ 7-მდე, რაც არ ნიშნავს უპირველეს ყოვლისა ბიუჯეტის შემცირებას ამ მუნიციპალიტეტებში და ეს მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთიანდება, როდესაც ჩვენ ქალაქის და რაიონის მუნიციპალიტეტებს გავაერთიანდებთ, ამ შემთხვევაში ავტომატურად დაჯამდება ის ბიუჯეტი, რომელიც არსებობდა ამ რაიონში, თუ ქალაქში და არ მოაკლდება არც ერთი თეთრი ამ ბიუჯეტს. მეორე მიზეზი, რის გამოც ამას ვაკეთებთ გახლავთ ის, რომ ელემენტარულად ამ რაიონებში იყო ორხელისუფლებიანობა, იყო უამრავი პრობლემა, აღსრულების ეფექტიანობის კუთხით, ასევე ფუნქციების გაორების კუთხით, დუბლირება ხდებოდა მთელ რიგ შემთხვევებში და ამ გამოცდილებამ გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების განვითარება საქართველოში“,-განაცხადა პრემიერმა. მისივე მტკიცებით, თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება და კიდევ უფრო ჩაიშლება დაბალ მუნუიციპალურ დონეებზე: „ამას წინ არაფერი უდგას და სპეკულაციებს, რომელსაც ვისმენდით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია. უფრო მეტიც, დღევანდელ ცვლილებებში გვაქვს გათვალისწინებული ის, რომ ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი კოლეგიალური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებს, მერის სამსახურის უფროსებს და ამით თავიდან იქნება აცილებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნება ყველა აუცილებელი დარგობრივი რგოლი, რაც უზრუნველყოფს საკითხების უფრო სრულფასოვან და კვალიფიციურ განხილვას და ხარისხზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოებს მიეცემათ, დემოკრატიული კონტროლის განხორციელების რეალური ბერკეტები. ამ გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში იქნება მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა და მერი წარუდგენს საკრებულოებს მისი მაოდგილეების სამსახურების უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შერმთვევაში დაინიშნებიან პიროვნებები აღნიშნულ თანამდებობებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეორე პაკეტით, მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება არასამეწარმეო იურიდიული პირების ოპტიმიზაციის მექანიზმი და მათი შექმნა მხოლოდ გათვალისწინებული იქნება იმ პრინციპით, რომ ერთ სფეროში იქნება ერთი არასამეწარმეო იურიდიული პირი იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ამ მიმარულებითაც ფუნქციების დუბლირება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ ყველა დასახლებაში გათვალისწინებულია ტერიტორიული ორგანოების შექმნა, რომლებიც კონკრეტული დასახლების საჭიროებებს და მოთხოვნებს პირდაპირ მიიტანენ მუნიციპალიტეტის მერამდე.ეს იორგანოები უზრუნველყოფენ მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შედგენის დროს, ნორმატიული წესების შექმნნაზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინებს ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას. ეს სამუშაო მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად. ბიუჯეტირების პროცესშივე იქნება მაქსიამლურად გათვალისწინებული ქვევიდან ზემოთ მომავალი პროცესი და პრიორიტეტები განისაზღვრება და მათ მიხედვით განაწილდება არსებული რესურსები მუნიციპალიტეტების ბიუჯეტირების დროს. ეს ცვლილებები დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს თვითმმართველობის რეფორმის ავტორიტეტის და წარმატების გაზრდას და არა პირიქით, როგორც ამაზე ზოგიერთები აპელირებენ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
უმრავლესობის სხდომა გაიმართება
კალასმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, კიევს საჰაერო თავდაცვის რაკეტები გადასცენ
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)