|
2017-05-30 16:59:04, 2109 ნახვა
ეკონომიკა
აპრილში მეტალურგიული მრეწველობის, უძრავი ქონების და სასტუმრო/რესტორნების სექტორში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა
„წინასწარი შეფასებით, 2017 წლის აპრილში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მეტალურგიული მრეწველობის, უძრავი ქონების და სასტუმრო/რესტორნების სექტორში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 2017 წლის 4 თვის საშუალო ზრდა 4.3%-ია, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2.1%-ს შეადგენს. „სასტუმროების და რესტორნების სექტორში დაფიქსირებული ზრდა პირდაპირ კავშირშია ტურიზმის ზრდასთან, სადაც შთამბეჭდავი ციფრებია. ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითად მოქმედებდა საგარეო ფაქტორები. კერძოდ, 2017 წლის აპრილში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28%-ით, ფულადი გზავნილები - 12%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა - 10.2%-ით, ხოლო სექტორიდან მიღებული შემოსავლები 26%-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2017 წლის აპრილში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 10.3%-ით გაიზარდა. „რაც შეეხება ზრდაზე მოქმედ სხვა ფაქტორებს, დაბალი აქტივობა დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში და შედეგად, წინა წელთან შედარებით შემცირებულია სამშენებლო კომპანიების ბრუნვა. ასევე კლება იყო თხილის წარმოება/ექსპორტის მიმართულებით, რაც თხილის მწარმოებელი კომპანიების მოსავლიანობის შემცირებით არის განპირობებული. მოსავლიანობის შემცირება თხილის გარკვეული ტიპის დაავადებების გავრცელებას უკავშირდება. შედეგად, შემცირდა დამატებული ღირებულება საკვები პროდუქტების წარმოების სფეროში“ - განაცხადა ჯავახაძემ. მისივე თქმით, 2017 წლის წინა თვეებთან მიმართებით 2017 წლის აპრილში შედარებით დაბალი ეკონომიკური ზრდა არ უნდა შეფასდეს, როგორც ზოგადი ზრდის ტენდენციიდან გადახვევა. „საშუალო ეკონომიკური ზრდა მაღალი რჩება და გაუმჯობესებულ საგარეო ფაქტორებთან ერთად საფუძველს ქმნის მთავრობის მიერ დადგენილი 4%-იანი ზრდის მაჩვენებლის უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)