03:07 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 17:27:13, 2629 ნახვა

პოლიტიკა მსოფლიო
ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ვერსალის სასახლეში შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განხადებით, ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ვერსალის სასახლეში დღეს შეხვდება.

პუტინის საფრანგეთში ვიზიტი პარიზში გამართულ გამოფენას უკავშირდება, რომელიც საფრანგეთისა და რუსეთის 300 წლიან დიპლომატიურ კავშირს ეძღვნება.

მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, პუტინი და მაკრონი სატელეფონოს საუბრისას უკრაინისა და სირიის საკითხის განხილვაზე შეთანხმდნენ.

18 მაისს ”Challenges magazine“–თან ინტერვიუში რუსეთის ელჩმა საფრანგეთში, ალექსანდრ ოსლოვმა განაცხადა, რომ იმედოვნებს ოლანდისგან განსხვავებით, მაკრონი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებებს.

"რუსეთი მზად არის გადადგას პირველი ნაბიჯი საფრანგეთის ახალ პრეზიდენტან, რათა ორმა ქვეყანამ გადალახოს ორმხრივი უნდობლობა“, – აღნიშნა ალექსანდრ ოსლოვმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პუტინმა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან შეხვედრა გააუქმა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაიძაბა, რადგან ოლანდის განცხადებით, რუსეთთან მხოლოდ სირიის საკითხის განხილვას გეგმავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics