|
2017-05-29 16:56:19, 2207 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ტურისტული უნივერსიტეტის პრეზენტაციას დაესწრო
„ვატელის“ ბიზნეს სკოლის შემოსვლა საქართველოში მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც იქნება შესაძლებელი, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მენეჯერების მომზადება, რომლებიც შეძლებენ, რომ სამართავად ჩაიბარონ სასტუმროები, რესტორნები და ტურიზმის სხვა მიმართულების ობიექტები“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ვატელის“ ტურიზმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე, რომელიც ტექნოპარკში გაიმართა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, „ვატელის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ჟულიენ ლისკუე, აგრეთვე „ვატელის“ ადგილობრივი პარტნიორის, კომპანია „Block Invest”-ის დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგია, ტურისტების რაოდენობის ზრდის პარალელურად, ტურისტული სერვისების ზრდას ითვალისწინებს. მისი თქმით, ტურისტების მიერ ჩვენს ქვეყანაში დახარჯული თანხა მომსახურების ხარისხის ზრდის კვალდაკვალ უნდა გაიზარდოს. „ვატელი“ არის ნომერ პირველი, საუკეთესო ბიზნეს სკოლა სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 35 უნივერსიტეტი აქვს გახსნილი, ჰყავს 7 000 სტუდენტი და 30 000 კურსდამავრებული. „ვატელს“ 35 წლიანი არსებობის მანძილზე 100 % იანი დასაქმების სტატისტიკა აქვს. საქართველოში „ვატელ ჯგუფი“ „Block Invest”-ის და “SEU”- ს დახმარებით შემოდის. (NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)