|
2017-05-29 14:25:48, 2473 ნახვა
სამართალი კომენტარი
ედიშერ ქარჩავა: სოსო ოხანაშვილი დღეს გერმანიიდან დედაოების პირით მითვლის, გაჩუმდესო
საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ტელეკომპანია “ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ მეუფე პეტრეს სურდა და კვლავ სურს პატრიარქის ტახტიდან ჩამოგდება ნებისმიერი საშუალებით, თუნდაც მისი მოკვდინებით. მისივე თქმით, ე.წ. ციანიდის საქმე ერთი დიდი გეგმის პატარა ნაწილია. ანუ, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ციანიდის გამოყენებით პატრიარქის მოწამვლა იყო ერთ-ერთი ხერხი პატრიარქის მოცილების. ამასთან, საპატრიარქოს იურისტის ინფორმაციით, პატრიარქის მოწინააღმდეგეებს შორისაა დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი. უფრო მეტიც, ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ ოხანაშვილი დედაოების სახელით, გერმანიიდან უთვლის, რომ გაჩუმდეს: „მეუფე პეტრეს არა მარტო სურვილი იყო, სურვილი არის დღესაც. დღესაც სურს, რომ მოახდინოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტიდან ჩამოგდება, მისი ყველა შესაძლო ხერხით, საშუალებით, არ აქვს მნიშვნელობა, მისი მოკვდინება. ამ სიტყვებზე მე პასუხს ვაგებ. თუ მეუფე პეტრე, რომელიც ამბობს, რომ სჯობს სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე, ვინც ასწავლა ეს ფრაზა ისიც ვიცი, ამიტომ, კარგი იქნება, გამოვიდეს და თუ ის მართლა ვაჟკაცია, თქვას პირდაპირ, რომ ის არ ეთანხმება კათოლიკოს-პატრიარქს, მას არ მოსწონს მისი მმართველობა, არ მოსწონს მისი ხელქვეითები. არა მარტო გეგმავს მის მოკვდინებას, ახორციელებს ამას. ამიტომ, გასცეს პასუხი და თუ არ გასცემს ის ამას პასუხს, მე აუცილებლად გავცემ პასუხს. და თან ფაქტებით გავცემ პასუხს. დეკანოზი ციანიდის საქმე- ეს არის სასაცილო. იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის დიდი გეგმის ერთი პატარა ნაწილი. ეს იყო ერთ-ერთი ხერხი კათოლიკოს-პატრიარქის მოცილების და მისი გუნდის. უბრალოდ, ღვთის დაშვებით ვერ განხორციელდა და აფეთქდა სიტუაცია. თვითონ აუფეთქდათ სიტუაცია. ამ ჯგუფში ერთ-ერთი მხარდამჭერი არის სოსო ოხანაშვილი. სოსო ოხანაშვილი დღეს გერმანიიდან მითვლის დედაოების პირით, გაჩუმდესო. რატომ უნდა გავჩუმდე?! სიმართლეს ვამბობ. ეს არ იყო მუქარის ტონით ნათქვამი, იმდენი ჭკუა კი ყოფნის, რომ მუქარის ტონით არ თქვას“,-განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა და დასძინა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ყველა ნაბიჯს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დგამს: „მე გამაჩნია კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია თუნდაც ციანიდის საქმესთან, მაქვს სრული უფლებამოსილება, რომ ეკლესიის პოზიცია დავიცვა და წარმოვადგინო ასევე ჩემი, როგორც სამართლებრივი საკითხების მცოდნეს შეფასება. მე მაქვს ყოველი ნაბიჯის ლოცვა-კურთხევა, რაც დაკავშირებულია ამ საქმესთან ზოგადად“,-აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)