|
2017-05-29 13:04:32, 2916 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღეს. დელეგატებმა დოკუმენტს კენჭი დღეს უყარეს. დეკლარაციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის თითქმის ყველა წევრმა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციაში დამატებები შევიდა, რომელიც პლენარულ სხდომაზე, ქართულმა მხარემ წარადგინა. კერძოდ, შესწორება მე-18 მუხლს ეხებოდა, სადაც საუბარია რუსეთის მიმართ მოწოდებებზე, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორები დაუშვას. დოკუმენტის ავტორი შესწორებას დაეთანხმა და მასში იქნება ჩანაწერი - „უზრუნველყოს (რუსეთის ფედერაციამ) თავისუფალი გადაადგილება და ვაჭრობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“. პლენარულ სხდომაზე აღინიშნა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან დეკლარაციის მიღება საქართველოს მიმართ სოლიდარობის მაჩვენებელია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)