|
2017-05-29 11:11:22, 1943 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
როუზ გოტემიულერი: საქართველო არის ნატო-ს ყველაზე ახლო და დაფასებული პარტნიორი
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტემიულერის შეფასებით, საქართველო განვითარებისა და ინტეგრაციის გზაზე მყარად დგას. როგორც გოტემიულერმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ალიანსმა აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთები მიიღო. "თქვენს შორის - თბილისში ყოფნა ძალიან მიხარია. ვიცი, რომ 26 მაისს დამოუკიდებლობის 99 წელი იზეიმეთ მას შემდეგ, რაც საქართველომ პირველად მიიღო დამოუკიდებლობა, რასაკვირველია, მას შემდეგ ეს დამოუკიდებლობა სრული არ იყო, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობას გულით ვულოცავ. ფაქტობრივად, პირველად 2002 წელს მოხდა, რომ ნატო-მ სხდომა ასპირანტ, არაწევრ ქვეყანაში ჩაატარა. თქვენ როგორც პარლამენტარები, თქვენ თვითონ საკუთარი ქვეყნის ამომრჩეველს წარმოადგენთ და პოლიტიკური ლიდერებიც ხართ, რომლებმაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და ხშირ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოებას ეხება. თქვენს ძალისხმევას ამ კუთხით ვაფასებ. თქვენი ქვეყნის მრავალი ლიდერი 25 მაისს ბრიუსელში შეიკრიბა, ნატო-ს შტაბ-ბინაში და ამ შეხვედრის შემდეგ, იმ პროგრესს ვუსვამ ხაზს, რაც ქვეყანამ განიცადა. ფაქტობრივად, ამ შეხვედრაზე 2 თემა იქნა განხილული - ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ და უსაფრთხოებისთვის ახალი ინსტრუმენტების შექმნა. ამ თემებზე დისკუსიები საკმაოდ ინტენსიურად წარიმართა", - აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ. მისივე განცხადებით, საქართველოს როლი უსაფრთხოების დაფუძნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "ჩვენი ვალია, რომ უსაფრთხოების დაფუძნებისთვის გამუდმებით ვიბრძოლოთ. ეს ტრანსატლანტიკური კავშირის ამოცანაა. მინდა, პაოლო ალის ნათქვამი გავიმეორო და გავაგრძელო, რომ მთელს ამ მოვლენებში, საქართველოს როლი ძალიან და უაღრესად მნიშვნელოვანია. არასტაბილურობა სამხრეთ ნაწილში ჩვენი პლანეტისა, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს. ჩვენ რუსეთთან მოპყრობის გარკვეულ მეთოდებსა და მიდგომებს ვეძებთ, რათა რეალურად, შინაარსის მქონე დიალოგი გავმართოთ ამ ქვეყანასთან და შესაბამისი შეხვედრები გვაქვს. რა თქმა უნდა, ალიანსს არ სურს, რომ რუსეთთან კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს, არამედ შემოაბრუნოს ეს ქვეყანა მშვიდობისკენ და ფაქტობრივად, რათა ჩვენს თაობებს აღარ დავუტოვოთ ესოდენ რთული პოლიტიკური სიტუაცია. ჩვენ ინვესტიციებს თავდაცვის დარგში ვზრდით. ეს სჭირდება ნატო-ს და მის წევრ ქვეყნებს, სჭირდებათ, გაცილებით ეფექტურად იბრძოლონ უშიშროებისთვის, უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის. 2014 წლამდე სამხედრო ბიუჯეტების შემცირება იყო, მაგრამ მას შემდეგ დავრწმუნდით, რომ ჩვენი ქმედებებისთვის ბიუჯეტი უნდა გავზარდოთ, რაც ესოდენ აუცილებელია პროგრესის მისაღწევად. 2014 წლის შემდეგ, ლიდერები შეთანხმდნენ გასულ კვირას, რომ ეროვნული მოქმედების გეგმები დასახონ ამ მიმართულებით. ელჩი ალი სწორედ მხარს უჭერს იდეას, რომ რაც შეიძლება, თუნდაც ნაღდი ფულის შემოდინებით ნატოს უკეთესი კონსოლიდაცია მოვახდინოთ, რადგან თავდაცვისა და უსაფრთხოების დამყარება ამგვარი ფინანსური გეგმების გაფართოებას საჭიროებს. თებერვალში ამაზე მსჯელობა გვექნება ჩვენი მზიანია, ამ გეგმებზე დისკუსიები დავიწყოთ, რომელიც მინისტერიალზე, დეკემბერში მოხდება", - აღნიშნა გოტემიულერმა. მისივე თქმით, 29-ე წევრის მიღებით ალიანსი, ხაზს უსვამს იმას, რომ ნატო-ს კარი ღიაა. "საქართველო არის ჩვენი ყველაზე ახლო და დაფასებული პარტნიორი. მტკიცე პარტნიორი ავღანეთში და ჩვენ გვაქვს მასთან ეს ახლო ურთიერთება", - დასძინა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)