|
2017-05-29 09:34:06, 2279 ნახვა
სამართალი
მთავრობისთვის გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 5 კანდიდატი ცნობილია
იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა. გასაუბრების შემდეგ სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრებმა თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასეს. ქულების დაჯამების შედეგად, გამოვლინდა ხუთი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. მთავრობას წარედგინებიან: 1. ლადო ჭანტურია - 5 დადგენილი წესის თანახმად, სია გენდერული ნიშნით შედგა. აქვე გთავაზობთ მამაკაცი და ქალი კანდიდატების ქულებს, რომელთა საფუძველზეც მთავრობისთვის გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ხუთკაციანი სია შედგა: ლადო ჭანტურია - 5 მოსამართლეობის მსურველი ხუთი კანდიდატის დასახელებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით შექმნილმა სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ საკუთარი მანდატი ამოწურა. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების მთავრობისთვის წარსადგენად შექმნილი სამთავრობო კომისია ორი დღის განმავლობაში 23 კანდიდატს გაესაუბრა. კანდიდატთა შერჩევის პროცედურა იყო შემდეგი: კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით კომისიის სამდივნომ გამოიყვანა თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამური ქულა, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგა ორი სია. ჯამური ქულების გამოყვანის პროცესზე დასწრება შეეძლოთ შესარჩევი კომისიის წევრებს, როგორც ეს იყო წინა კონკურსის დროსაც. სამდივნოს მიერ კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამების შედეგად შედგენილი ორი სიის საფუძველზე შედგა საბოლოო, 5-კანდიდატიანი სია, რომელშიც ორივე სიიდან შევიდნენ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და მამაკაცები. ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული. კანდიდატთა ხუთპირიანი სია სამდივნომ გააცნო კომისიის წევრებს, ხოლო აღნიშნულ სიას კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ამ კანდიდატებიდან შეარჩევს ნებისმიერ სამ კანდიდატს, რომელთა ვინაობა და საბუთები თავდაპირველად წარედგინება ევროსაბჭოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და, დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ ან მეტ კანდიდატს. პროცედურის დასასრულ, კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს. მთლიანობაში, ორი დღის განმავლობაში კომისია იმ კანდიდატებს გაესაუბრა, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. ესენი არიან: რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს − გიორგი პაპუაშვილს, მასთან გასაუბრება უნდა შემდგარიყო 27 მაისს, 14.30 საათზე, მაგრამ კანდიდატი კონკურსს საკუთარი ნებით გამოეთიშა და წერილობით დაადასტურა, რომ აღარ სურს მასში მონაწილეობა. სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობა საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − შალვა თადუმაძე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე − მზია თოდუა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − დიმიტრი გვრიტიშვილი; საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი − უჩა ნანუაშვილი; სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი − ირაკლი ბურდული; კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ანა ნაცვლიშვილი.
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)