|
2017-05-28 11:28:34, 2042 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: საქართველოს საბოლოო მიზანი ნატო-ს წევრობაა და არა MAP-ი
„საქართველოს საბოლოო მიზანი ნატო-ს წევრობაა და არა MAP-ი",-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის (PC) სხდომაზე განაცხადა. მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, სამშვიდობო პოლიტიკაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე ისაუბრა. ,,ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანი აუდიტორიისთვის გაგვეცნო ის პროგრესი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და რაც აძლიერებს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ვისაუბრეთ ასევე რეგიონულ საფრთხეებზე, გამოწვევებზე და იმაზე თუ როგორ უწყობს ხელს საქართველო რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას“, - განაცხადა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)