|
2017-05-28 11:27:47, 2237 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძის განცხადებით, გიორგი კანდელაკის შეფასებები მედიაპლურალიზმზე სუბიექტური იყო
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ქართული ოპიზიციის წარმომადგენელი გიორგი კნდელკი სიცრუეში დაადანაშაულა. კერძოდ, სიტყვით გამოსვლისას, კანდელაკმა ქვეყანაში სასამართლო სისტემაში და მედიაპლურალიზმის კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. ჯანელიძის თქმით, კანდელაკის შეფასება სუბიექტური იყო და მედიაპლურალიზმის მიმართულებით ქვეყანაში დიდი პროგრესია: „ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ პროცესებზე, იმ დიდ პროგრესზე, რომელიც მედიაპლურალიზმის მიმართულებით არსეობოს.იყო გარკვეული განცხადებები გაკეთებული, ისევ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლის მხრიდან. ასეთი ღია დებატები კარგია, მაგრამ ალბათ სუბიექტური არ უნდა იყოს შეფასებები. მოგვეცა შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანი აუდიტორიისთვის გაგვეცნო ის პროგრესი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, რაც აძლიერებს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)