|
2017-05-28 11:16:38, 1959 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ოკუპირებული ახალგორის მოსაზღვრე სოფელს ესტუმრა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პაოლო ალი დელეგატებთან ერთად, ოკუპირებული ახალგორის მოსაზღვრე სოფელ ოძისს ესტუმრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები უცხოელ სტუმრებს ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს და დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ძალზედ სამწუხარო უწოდეს და აღნიშნეს, რომ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრს ქვეყნებში მეხუთედ ტარდება. დელეგაციის წევრების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა. თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოთხდღიანმა საგაზაფხულო სესიამ მუშაობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაიწყო. 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პლენარული სხდომა ჩატარდება. 29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)