|
2017-05-27 17:43:54, 2223 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს
"ადაპტაცია მომავლისთვის"- ამ ლოზუნგით ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია (GLOBSEC) გაიხსნა. საერთაშორისო ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე - "აღმოსავლეთ სამეზობლო 2017" სიტყვით გამოვა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა მისასალმებელი შეხვედრა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) პრეზიდენტ რობერტ ვასსთან და ფორუმის საპატიო თავჯდომარესთან, რასტისლავ კაჩერთან. კონფერენციის ორგანიზატორებმა გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის. რიგით მე-12 კონფერენციას 70 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი სტუმარი ესწრება.გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობას იღებენ: სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა, ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ბოჰუსლავ სობოტკა, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ევროკავშირის წარმომადგენლები, უსაფრთოების სფეროს ექსპერტები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)