|
2017-05-26 20:33:42, 2047 ნახვა
პოლიტიკა
პაოლო ალი: საქართველო სტაბილურობის კუნძულია რეგიონში და ნატო აცნობიერებს, რომ მისი დაცვა, ევროპის დაცვას ნიშნავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პაოლო ალის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის არჩევანია. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს, ალიანსის სახელით, რეფორმების პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. პაოლო ალის განცხადებით, საქართველო არის სტაბილურობის კუნძული რეგიონში და ნატო აცნობიერებს, რომ საქართველოს დაცვა, ევროპის დაცვას ნიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)