21:39 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 14:20:46, 2089 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: დამოუკიდებლობის 26-ე წელს ვხვდებით, როგორც ევროპასთან ასოცირებული ქვეყანა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს.

მინისტრის თქმით, საქართველო დამოუკიდებლობის 26-ე წელს ხვდება როგორც ევროპასთან ასოცირებული ქვეყანა.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წელს აღვნიშნავთ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის კულტურა და ისტორია ბევრად უფრო დიდია. ჩვენ დღეს ვხვდებით დამოუკიდებლობას როგორც ევროპასთან ასოცირებული ქვეყანა. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რომელშიც ძალიან ბევრმა მოქალაქემ დიდი ენერგია ჩადო. ვცდილობთ საქართველო იყოს სრულად თავისუფალი თავის ქმედებებში, რაც გამოიხატება თითოეული მოქალაქის თავისუფლებაში. ეს მიიღწევა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით. ჩვენ ამ გზას ჩვენი მოქალაქეების არჩევანით ვადგავართ“, - განაცხადა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics