|
2017-05-26 09:17:57, 1973 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს
საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. დელეგაცია თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდა. დღეს დაგეგმილია ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა. სესიის ფარგლებში, ოთხი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ქართული თავდაცვის პრიორიტეტებზე, ოკუპირებული რეგიონებისთვის გამიზნულ სტრატეგიაზე, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტებზე, რუსეთის სამხედრო მოდერნიზაციასა და შავი ზღვის რეგიონზე, ავღანეთსა და სირიაზე. სესიის ბოლო დღეს ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტენ-მიულერი. დასასრულს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)