04:19 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 15:14:41, 2438 ნახვა

სამართალი
დემირელის კოლეჯის თანამშრომელ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორმა პროცესზე განაცხადა, რომ ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რაც მძიმე დანაშაულია და განგრძობადობა ახასიათებს.

დაცვის მხარე ჩაბუქისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ცნობისთვის, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისში გუშინ, საკუთარ სახლში დააკავეს. როგორც მისი მეუღლე თუბა ჩაბუქი აცხადებს, ბიზნესმენის დაკავება თურქეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, დაუსაბუთებელი ბრალდებით მოხდა.

ამასთან, დემირელის სკოლის თანამშრომლებმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ პირისპირ შეხვედრაზე თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა გიორგი კვირიკაშვილისგან ყველა პირის ექსტრადიცია მოითხოვა, ვინც გიულენთან თანამშრომლობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics